ყვითელი ამბები

„რა ხდება?!“ – ნოდიკო ტატიშვილმა ნინი ბადურაშვილი უცნაურ სიტუაციაში „გამოიჭირა“

მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა ნინი ბადურაშვილს უცნაურ სიტუაციაში გადაუღო ვიდეო და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოუქვეყნა.
Sputnik

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სადაც მომღერლების ნინი ბადურაშვილის და ქრისტინე იმედაძის საღამო იმართებოდა, მათი მეგობარი, ასევე მომღერალი ნოდიკო ტატიშვილიც იმყოფებოდა. ამ უკანასკნელმა უცნაურ სიტუაციაში დააფიქსირა ნინი, რომელიც სცენაზე რამდენიმე წუთის განმავლობაში ფეხსაცმლის გარეშე იყო.

როგორც ჩანს, ბადურაშვილი მთელი საღამო მაღალმა ქუსლებმა ძალიან დაღალა და განტვირთვა ასე მოახერხა. ფაქტმა ძალიან გაამხიარულა ნოდიკო, რომელმაც ვიდეოს „რა ხდება, რა მდგომარეობაა?“ წააწერა და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ატვირთა.

ქართველი მომღერლები თითქმის მთელი აგვისტოს განმავლობაში საქართველოს მზიან მხარეში იმყოფებიან და ყოველ საღამოს მართავენ ხან სოლო, ხან ერთობლივ კონცერტებს.

ნინი ბადურაშვილი ბათუმში ოჯახთან ერთადაც ისვენებს და სოციალურ ქსელში ყოველდღე აქვეყნებს ცეკვის ახალ-ახალ ვიდეოებს, რომელსაც მისი ახალი სიმღერის ფონზე წერენ მისი გულშემატკივრები.