ყვითელი ამბები

„საბერძნეთში მოხია პაბეგში...“ – სად გაქრა ნინა წკრიალაშვილი?

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც თვეებია სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს, სოციალური ქსელის მომხმარებლების „შეტევის“ მსხვერპლი გახდა.
Sputnik

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ცნობილი მომღერალი ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­ცე­მა „ფა­რულ კონ­ვერ­ტში“ ღიად ისა­უბ­რა. სკანდალი ბიზ­ნეს­მე­ნ გი­ორ­გი შე­ლე­გიას, იგი­ვე „ძიაძიას“ სახელს უკავშირდება, რომელიც მომღერალზე 20 წლით უფროსია, ნინა წკრიალაშვილს მასთან რომანი ჰქონდა.

მას შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელებში აღარ აქტიურობს და, სავარაუდოდ, საქართველოდანაც წავიდა. „ინსტაგრამის“ ახალ ფოტოზე სწორედ მის გაუჩინარებას ეხება სოცქსელების მომხმარებლების კომენტარები. „გრეციაში მოხია პაბეგში“ – ასე პასუხობს ერთ-ერთ კომენტარს ვინმე ვახო, რომლის განცხადებამ, სავარაუდოდ, მომღერალი გააღიზიანა და კაცს უპასუხა, რომ თუ მასზე რამე ისეთი იცის, რაც თვითონ მომღერალმაც კი არ იცის, საჯაროდ დაწეროს.

მომ­ღერ­ალი, სავარაუდოდ, ახა­ლ შეყ­ვა­რე­ბუ­ლთან, 50 წლამ­დე ასა­კის ილი­ას აზა­რთან ერთად ცხოვრობს, რომელიც წარ­მო­შო­ბით ლი­ბა­ნი­და­ნაა და ამჟა­მად სა­ბერ­ძნეთ­ში ცხოვ­რობს.

რო­გორც Facebook-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რამდენიმე ფოტოდან ირ­კვე­ვა, ნინა საბერძნეთში ცხოვრობს, სა­დაც ილი­ას­თან და მის მე­გობ­რებ­თან ერ­თად არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ დროს ატარებს. თავად ნინა სოციალურ ქსელს მოწყვეტილია. რამდენიმე სურათი ვირტუალურ სივრცეში ილიას აზარის მეგობრებმა გამოაქვეყნეს.