ლეონარდო და ვინჩის იდუმალი ნახატი გაშიფრულია: გულის დაავადება, რომელიც მხოლოდ მრტ-ზე ჩანს

ლეონარდო და ვინჩიმ თავის ნახატზე ფანქრით გამოსახა ადამიანის გულის შიგნით არსებული ბოჭკოვანი ქსელი, რომელიც 21-ე საუკუნეში მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ჩანს.
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის სწავლულებმა მხოლოდ ახლაღა დაამტკიცეს ლეონარდო და ვინჩის 500 წლის წინანდელი სამეცნიერო თეორია, გაშიფრეს რა მხატვრის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნახატი, იუწყება Nature.

საუბარია ნახატზე, რომელზეც გენიალურმა მხატვარმა ადამიანის გული გამოსახა ბოჭკოების დეტალური ქსელით, რომლებიც ჩვენს დროშიც კი მხოლოდ მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე (მრტ) ჩანს.

​მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფიფქების სახით გამოსახული ფრაქტალური ორნამენტები და ვინჩის გულზე — მიოკარდის ტრაბეკულებია. ეს კუნთის ბოჭკოების რთული ქსელია, რომლითაც გულის შიდა ზედაპირია ამოფენილი. ტრაბეკულები სისხლის გათბობის ფუნქციას ასრულებს.

„ლეონარდო და ვინჩიმ გულის შიგნით მდებარე ეს რთული კუნთები ხუთასი წლის წინ დახატა, ჩვენ კი მხოლოდ ახლაღა ვიწყებთ იმის გაგებას, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი ადამიანის ჯანმრთელობისთვის“, — წერენ კვლევის ავტორები.

კვლევებისას მეცნიერებმა გულის 25 ათასი მრტ–სურათი შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ამ ბოჭკოების ქსელი გულის შიგნით სწრაფად მოძრავ სისხლსა და შეკუმშვად კუნთს შორის მდებარეობს. ტრაბეკულები ხელს უწყობს სისხლს, უფრო ეფექტურად გაიაროს გულში. ამასთან კვლევაში აღინიშნება, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც ბოჭკოები დიდი რაოდენობით აქვთ, ნაკლებად ემართებათ გულის უკმარისობა.