ყვითელი ამბები

ჯანეტ ქერდიყოშვილი აუზიდან სექსუალურ ფოტოს აქვეყნებს - მოდელი არაჩვეულებრივ ფორმაშია

ცნობილი პროდიუსერის მეუღლემ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. ნახეთ, რა ფოტოს აქვეყნებს „მის საქართველო“.
Sputnik

ცნობილი მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტანსაცმლის მაღაზია გახსნა, სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებით პოპულარული „მის საქართველო“ ცნობილ პროდიუსერთან ქორწინების შემდეგ გახდა. სოციალური ქსელის მომხმარებლებს მათ შესახებ მცირე დეტალიც კი აინტერესებთ, ამიტომ წყვილი ხშირად პასუხობს საზოგადოების შეკითხვებს სოციალურ ქსელში.

ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ერთად და ცალ-ცალკეც დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები ამბობენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.

ნოესთვის ეს მესამე ქორწინებაა. მას ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ. საშკა 16 წლისაა, ლიზა 12-ის. როგორც ჩანს, ჯანეტს ძალიან ენატრება მზე და აუზი. მოდელმა ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ აუზზე გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.