თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. UFC-ს ქართველ მებრძოლ გიგა ჭიკაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
COVID-19 სპორტსმენს ლას-ვეგასში ყოფნის დროს დაუდგინდა. შესაბამისად, UFC-ს ქართველი მებრძოლი ვერ მიიღებს მონაწილეობას 30 აგვისტოსთვის დაგეგმილ ბრძოლაში. ამ ბრძოლაში მისი მეტოქე ალექს კესერე უნდა ყოფილიყო.
ამ დროისათვის ქართველი სპორტსმენი კალიფორნიის მთებში იმყოფება და შესაბამის მკურნალობას გადის.
32 წლის სპორტსმენი UFC-ს ბრძოლებში მონაწილეობას 2019 წლიდან იღებს. UFC-ს ეგიდით ჭიკაძემ სამი ბრძოლა გამართა და სამივე მოიგო. ჭიკაძის მეტოქეები იყვნენ ბრენდონ დევისი, ირვინ რივერა და ჯამალ ემერსი.