სასამართლომ პანკისის მკვიდრის მკვლელობაზე განაჩენი გამოიტანა

ადგილობრივი მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი-3“-ის მშენებლობას უკავშირდებოდეს.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირების დროს 37 წლის ვისო მუთოშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი გამოაცხადა.

პანკისში მკვლელობის გამო დაპირისპირებული გვარების შერიგების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატის ტარიელ კიკნაძის არგუმენტები და თხოვნა პატიმრობის ვადის შემსუბუქების შესახებ და არბი ქავთარაშვილს 11, ხოლო რამზან ხანგოშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„პირველი არხის“ ინფორმაციით, დაცვის მხარე განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

მკვლელობა სოფელ საკობიანოსთან 26 ნოემბერს მოხდა. დაპირისპირებისას ერთი პირის გარდაცვალების გარდა ოთხი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში მოხვდა. ადგილობრივი მცხოვრებლები არ გამორიცხავენ, რომ კონფლიქტი ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი-3“-ის მშენებლობას უკავშირდებოდეს. ჰესის მშენებლობის შესახებ მოსახლეობის აზრები გაყოფილია.