მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით გარდაცვლილი მე-19 პაციენტი თითქმის უსიმპტომო იყო
© Sputnik
„პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი. ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო იყო. პაციენტი მეთვალყურეობდა ბინაზე. მას უვლიდა მისი და, ისიც ასევე კოვიდ-ინფიცირებული. მათი მეთვალყურეობა ხდებოდა ჩვენ მიერ. უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე დგებოდა ჩვენი საუბარი. დაავადება მიმდინარეონდა ორივესთან მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობებს და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
დღეს თბილისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალბატონი გარდაიცვალა. ამ დროისათვის საქართველოში COVID-19-ით 19 ადამიანია გარდაცვლილი.