მთვარის კალენდარი: 25 აგვისტო – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 აგვისტო, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

გაუმჯობესებულია გონებრივი მონაცემები, შეიძლება საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება, ახალი საქმეების დაწყება, ახალი პროექტების ბიზნეს–გეგმის შედგება, საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

მთვარე მორიელში შესაძლებლობას იძლევა, შეიცნოთ საკუთარი თუ ახლობლების ფარული მხარე. კარგი დროა წარსულისგან გათავისუფლებისთვის, მოყირჭებული ურთიერთობებისგან გათავისუფლებისა და უსარგებლო ნივთების გადაყრისთვის.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება, ახალი კავშირების დამყარება, სააგიტაციო და სარეკლამო კამპანიების წარმოება, გასაუბრება, კონფერენციები და სხვ., სიტყვის ძალის გამოყენება ინვესტორებისა თუ პარტნიორების დასარწმუნებლად, დაფიქრება, სანამ რამეს იტყვით, ხელოვანი ადამიანების მხარდაჭერა.

არარეკომენდებულია ეჭვებისა და შიშების ხმამაღლა გამოთქმა, გადაჭარბება ვინმეს რამეში დარწმუნების მცდელობის დროს.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის აგვისტო

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება მწვანილის დათესვა, ხახვის, ნივრის, წიწაკის, სამკურნალო მცენარეების დარგვა, ასევე მარწყვის, ისპანახის, ასკილის, ქლიავის. რეკომენდებულია ხილ–ბოსტნეულის, კენკროვანების მოსავლის აღება, ოთახის მცენარეების დარგვა.
ასევე კარგი დროა მავნებლების განადგურების, ნიადაგის გაფხვიერებისთვის, პიკირებისთვის, სამკურნალო მცენარეების დარგვის, შეგროვებისა და გაშრობისთვის, ოთახის მცენარეების მორწყვისთვის. ცუდი დღეა ხეების მოჭრის, ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემისთვის.