თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი კომაშია, იუწყება გამოცემა New York Post სამხრეთ კორეის ექს-პრეზიდენტის თანაშემწის ჩანგ სონ მინის განცხადებაზე დაყრდნობით.
ჩანგ სონ მინი დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეას ამ მომენტისთვის ქვეყნის ლიდერის 33 წლის და კიმ ე ჩჟონი ხელმძღვანელობს. თუმცა აღინიშნება, რომ პოსტზე ის ოფიციალურად არ დაუნიშნავთ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინმა მოვალეობის ნაწილი თანაშემწეებს გადაუნაწილა, რომელთა შორის ასევე იყო მისი და — კიმ ე ჩჟონიც.
სამხრეთ კორეის დაზვერვის აზრით, კიმ ჩენ ინის უფლებამოსილების ნაწილობრივი გადაცემა იმისკენაა მიმართული, რომ „მოიხსნას მმართველობით მიყენებული სტრესი და აღიკვეთოს ბრალი პოლიტიკის ჩავარდნის შემთხვევაში“.