საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 150, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტია.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ვრცელდება მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

ეს ბოლო 12 საათში კორონავირუსის ნიადაგზე გართულების შედეგად გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. გუშინ, საღამოს ცნობილი გახდა, რომ 80 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულია 1 429 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1 150, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 255 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.