ყვითელი ამბები

კახა კალაძემ ბერას ვიდეო ნახა და შენიშვნა მისცა - ნახეთ რას წერს თბილისის მერი

სოციალურ ქსელში ბიძინა და ბერა ივანიშვილების ვიდეოს, სადაც მამა-შვილი მხიარულ მოძრაობებს აკეთებს, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. ვიდეოს თბილისის მერი და ოჯახის მეგობარი კახა კალაძეც ეხმაურება.
Sputnik

„ბერა, შენ ვარჯიშს უნდა მოუმატო, ძმაო“ - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიძინა და ბერა ივანიშვილების ვიდეოს, რომელიც ცოტა ხნის წინ მომღერალმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელ Tiktok-ზე მამასთან ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებული ვიდეო გაავრცელა. კალაძეები და ივანიშვილები მრავალი წელია ოჯახებით ახლობლობენ. ბერა კახა კალაძის უფროსი ვაჟის ლევანიკო კალაძის ნათლიაცაა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე სოციალურ ქსელ TikTok-ზე გამოჩნდნენ, მათ საერთო გვერდზე ყოველდღე ახალ-ახალი ვიდეო იდება. ცოტა ხნის წინ ნანუკამ აღდგომის დღესასწაული სოციალური ქსელის მომხმარებლებს ახალი და ორიგინალური ვიდეოთი მიულოცა.

კორონავირუსის პანდემიისას სოციალური პლატფორმა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ გადაწყვიტეს არ ჩამორჩნენ მოდას და სახალისო ვიდეოებით გაანებივრონ მაყურებელი. ამასთანავე, წყვილი „ფეისბუქის“ მხოლოდ მნიშვნელოვანი განცხადებების გასაკეთებლად გამოყენებას გეგმავს.

ვიდეოებში მათი ვაჟი - ბერუკაც ხშირად მონაწილეობს, რომელიც ცნობილ წყვილს 2019 წლის ნოემბერში შეეძინა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოცქსელებში. ისინი ორი წლის წინ დაქორწინდნენ და ერთ-ერთ პოპულარულ წყვილად ითვლებიან საქართველოში.