დიზაინერი ანუკი არეშიძე დიდ დროს ვაჟებს უთმობს და პარალელურად სამზარეულოში ფუსფუსსაც ასწრებს. მისი ყოველდღიური რუტინა პანდემიის გამო შეიცვალა და ახლა ყველა საქმემ სახლში გადმოინაცვლა.
მისი „ინსტაგრამის“ „სთორებში“ მისი ვაჟების ფოტო-ვიდეოები სჭარბობს. ცოტა ხნის წინ ანუკიმ უფროსი ვაჟის - ლევანიკო კალაძის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ბიჭი ნამდვილ სუპერმოდელს ჰგავს. აღმოჩნდა, რომ ლევანიკო 10 წლისაა და მას „ინსტაგრამი“ არ აქვს. სწორედ ამიტომ მოუხადა სოციალური ქსელის მომხმარებლებს ბოდიში დიზაინერმა.
სახლში დარჩენილი დიზაინერი ნიკოლა კალაძეს სიტყვების წარმოთქმაში ავარჯიშებს. პატარა ბიჭუნამ პირველი სიტყვები დედის დახმარებით წარმოთქვა. ნიკოლა კალაძე საფრანგეთში დაიბადა. ანუკი არეშიძემ ვაჟი 2018 წლის სექტემბერში გააჩინა. წყვილი შვილის სახეს დიდი ხნის მანძილზე მალავდა. საზოგადოებას ნიკოლა კალაძე მშობლებმა გაქრისტიანების შემდეგ აჩვენეს. ანუკის და კახა კალაძეების უმცროსმა ვაჟმა ლაპარაკი დაიწყო.
პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.