COVID-19 - ბოლო ცნობები

იულია ტიმოშენკო ხელოვნურ სუნთქვაზე გადაიყვანეს

საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივშჩინას“ ლიდერის მდგომარეობას ექიმები აფასებენ როგორც სტაბილურად მძიმეს; ტიმოშენკოს ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ კორონავირუსით, მაგრამ მათი მდგომარეობა მსუბუქია
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე შეაერთეს, იუწყება РБК-Украина.

იმის შესახებ, რომ ტიმოშენკო, მისი ქალიშვილი და სიძე კორონავირუსით დაავადდნენ, გასულ კვირაში გახდა ცნობილი. მისი ნათესავების დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. თუმცა ცნობილი პოლიტიკოსი მძიმე მდგომარეობაშია.

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

ტიმოშენკოს პრესმდივანი მარინა სოროკა იუწყებოდა, რომ პოლიტიკოსის მდგომარეობის შესახებ კარგი ამბები ჯერჯერობით არ არის.

ტიმოშენკოს უტარდება თერაპიის ინტენსიური კურსი, რომელიც ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების დარღვევების აღმოსაფხვრელადაა მიმართული.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 108 415 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2318 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 52 870 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქებას პანდემია უწოდა. ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში დაინფიცირდა 23 მილიონზე მეტი ადამიანი, 800 ათასზე მეტი გარდაიცვალა.