ისრაელის საგარეო უწყება საქართველოს უსამძიმრებს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადეს.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანაუგრძნობს საქართველოს ავტოავარიის გამო, რომელსაც 17 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

შატილში მომხდარ ტრაგედიას უცხოეთში ეხმაურებიან>>

„ისრაელი უსამძიმრებს შატილის გზაზე ტრაგიკული ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ყველა დაშავებულს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო უწყების განცხადებაში Twitter-ზე.

გლოვის დღე: ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროკავშირის დროშა დაუშვა

23 აგვისტოს შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი, რომელშიც 20 ადამიანი იმყოფებოდა, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ტრაგედიის დროს გადარჩენილი სამი ადამიანი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს მთელი მსოფლიოდან მიუსამძიმრეს სახელმწიფოს მეთაურებმა, საელჩოებმა, პოლიტიკურმა მოღვაწეებმა.

საქართველოში 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.