ყვითელი ამბები

ევა ბარბაქაძის ვარდისფერი თმა და უზარმაზარი ნაწნავები – სეზონის ტრენდი

შორენა ბეგაშვილის ქალიშვილის შეუდარებელი გარდასახვა. მორიგი ექსტრავაგანტული „ლუქი“ და აღფრთოვანებული თაყვანისმცემლები. როგორ გამოიყურება და რა ვარცხნილობას ანიჭებს უპირატესობას ულამაზესი გოგონა?
Sputnik

უჩვეულო და მოდური – ასე აფასებენ ევა ბარბაქაძის სტილს. თინეიჯერი გოგონას მორიგმა ექსპერიმენტმა მოწონება დაიმსახურა. მან ზაფხულის არდადეგების გატარება ბათუმში შეყვარებულთან ერთად გადაწყვიტა. მორიგი ექსპერიმენტიც აქ დაგეგმა და ულტრამოდური ვარდისფერი ნაწნავებით სოციალურ ქსელში გამოჩნდა. უახლეს ფოტოზე, რომელიც ევამ Instagram-ზე გამოაქვეყნა, ფარფატა ვარდისფერი კაბა აცვია, რომელიც ამავე ფერში დაწნულ თმას შეუხამა.

აღსანიშნავია, რომ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე თანატოლ გოგონებს შორის სითამამით გამოირჩევა და შეუდარებლად გამოიყურება. გადატანილი ტრავმების მიუხედავად, გოგონა ფეხზე წამოდგა და ნამდვილად ბრწყინავს. შორენა ბეგაშვილი, თავის მხრივ, ულამაზეს ქალიშვილს ყველაფერში ეხმარება. მათ საკმაოდ მეგობრული და თბილი ურთიერთობა აკავშირებთ. სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა დედამ სტუდენტ ქალიშვილს მანქანაც უსახსოვრა.

შორენა ბეგაშვილს ევა ბარბაქაძე პატარა ასაკში შეეძინა, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც შორენა ეკრანებზე არ ჩანდა. პოპულარობა დედა-შვილის ცხოვრებაში დიდი მუშაობისა და ძალისხმევის შედეგად მოვიდა. ყველამ იცის, რომ შორენა რუსთავში გაჭირვებულად ცხოვრობდა. მთელი ქვეყანა ევას და შორენას სილამაზეზე საუბრობს. მათ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთმანეთს სულ უფრო და უფრო ხშირად ადარებენ. ფაქტი სახეზეა, სილამაზით ევა დედას არ ჩამოუვარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ევა ბარბაქაძე ფოტოსესიებში მონაწილეობს და ხშირად მაკიაჟით ჩანს, მისი ბუნებრივი სილამაზის ნახვა ევას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი. მსახიობის ქალიშვილმა Instagram-ის გვერდი სულ ახლახან შექმნა. ევა ბარბაქაძე სტუდენტია. ის უკვე საათებისა და აქსესუარების ცნობილი ბრენდის TIMES-ის ბანერებზე გამოჩნდა. უახლესი სურათები და ვიდეოები სოციალურ ქსელში დედა-შვილმა გამოაქვეყნა. ევა ძალიან შეიცვალა. ევას უახლეს ფოტოსესიაში მსახიობი შორენა ბეგაშვილი დიდი ინტერესით მონაწილებს.

ევას მშობლები დიდი ხნის წინ დაშორდნენ, მიუხედავად ამისა, ევას და მამას მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შორენა კი იდეალურ დედობას უწევს, ამას მშვენიერი ევაც აღნიშნავს. მის სურათებს მამის საუკეთესო მეგობრები ხშირად ეხმიანებიან. გოგონა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. მან სკოლა გასულ წელს დაამთავრა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიანიჭა უპირატესობა.