მსოფლიო დღეს

ისევ ბეირუთი: პორტში საშიში ქიმიური ნივთიერებებით სავსე 79 კონტეინერი იპოვეს

აგვისტოს დასაწყისში ბეირუთის პორტში შენახული ქიმიური ნივთიერებების დეტონაციის გამო მძლავრი აფეთქება მოხდა, რასაც 170 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. ლიბანელმა სამხედროებმა და მათმა ფრანგმა კოლეგებმა ბეირუთის პორტში მომწამლავი ქიმიური ნივთიერებებით სავსე 79 კონტეინერი აღმოაჩინეს, ნათქვამია ლიბანის არმიის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს – ვიდეო
„14-დან 22 აგვისტომდე პერიოდში აღმოჩენილია 25 კონტეინერი ქლორწყალბადმჟავა და ასევე 54 კონტეინერი სხვა ნივთიერებები, რომელთა გაჟონვა კატასტროფა იქნებოდა“, — აღინიშნება არმიის პრეს-სამსახურის ანგარიშში.

4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მძლავრი აფეთქება მოხდა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე ასეული შენობა და ავტომობილი, დაიღუპა 170 ადამიანი. ხელისუფლების განცხადებით, აფეთქების მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის გვარჯილის დეტონაცია გახდა, რომელიც საბაჟო სამსახურის მიერ იყო ჩამორთმეული 2014 წელს და საწყობში ინახებოდა. ბეირუთი უბედურების ზონად გამოცხადდა. მომხდარის შემდეგ ქალაქში ანტისამთავრობო მიტინგები დაიწყო, რის შედეგადაც ლიბანის პრემიერი ჰასან დიიაბი და მისი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.