ყვითელი ამბები

„როცა 16 წლის ვიყავი“ – თინეიჯერი ნანუკა ჟორჟოლიანი გრძელი, ყავისფერი ხუჭუჭა თმით – ფოტო

იცით, რომ ცნობილ ტელეწამყვანს თინეიჯერობაში მისი შვილის მსგავსი მუქი ხუჭუჭა თმა ჰქონდა? ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს ნანუკა.
Sputnik

საზოგადოებისთვის საინტერესო პერსონებს შორის ქართველი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანიც მოწინავე ადგილს იკავებს. სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდს და მის ახალ გადაცემას „სხვა ნანუკას“ უამრავი მიმდევარი ჰყავს. „ნანუკას შოუს“ გადაცემის შინაარსი შეეცვალა.

ახლა ნანუკა ჟორჟოლიანი უფრო მეტად კრიტიკული, სოციალურ თემებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე ორიენტირებული გახდა. მის მონოლოგებს 300 ათასზე მეტი ნახვა და უამრავი განხილვა ახლავს. აღსანიშნავია, რომ გადაცემების გარდა ტელეწამყვანი სოციალური ქსელის „ლაივ-ტრანსლაციებს“ იყენებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებზე საჯაროდ საუბრობს.

ნანუკა ჟორჟოლიანს და მის ორ შვილს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ასეთი მეგობრობა აკავშირებდა ნანუკას თავის მშობლებთანაც. დედა 40 დღის წინ მძიმე სენთან ბრძოლაში დაკარგა. სწორედ დედასთან ძველი ფოტოების ძებნის დროს აღმოჩენილი ერთ-ერთი ფოტო ნანუკამ სოციალური ქსელის მომხმარებლებს გაუზიარა. აქ ნანუკა 16 წლისაა, გრძელი ხვეული თმა აქვს და აქ მას ძალიან ჰგავს მისი ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე.

ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი ოჯახის წევრები საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მარიამ გეგუჩაძე და საბა კოდუა საკმაოდ ცნობილები არიან. ნანუკა ჟორჟოლიანს მარიამი პირველი ქმრისგან ჰყავს, ხოლო საბა – ყოფილი მაღალჩინოსნისგან ერეკლე კოდუასგან.