თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. პიანისტი თათია შარანგია სოციალურ ქსელში ინცინდენტთან დაკავშირებით წერს, რომელიც მის უმცროს შვილს ანდრუშა შელიას აუზზე შეემთხვა.
როგორც ქალი წერს, რომ არა აუზის ადმინისტრაციის თანამშრომელი, მისი შვილი ცოცხალი არ იქნებოდა. ახალგაზრდა ბიჭმა წყალნაყლაპ ბიჭუნას პირველადი დახმარება აღმოუჩინა.
„ჩვენს შვილს ორი დაბადების დღე აქვს. ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ ის მეორედ დაიბადა. ალბათ ამ შემზარავ წუთებს ვერასდროს გავიხსენებ ცრემლების ზღვის გარეშე. მაგრამ მადლობელი და უბედნიერესი ვარ, რომ ის ჩემს გვერდით არის და, რაც მთავარია, ჯანმრთელი“, - წერს თათია შარანგია.
თათია შარანგია ფართო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო, როდესაც ის ედუარდ შევარდნაძის რძალი გახდა. მოგვიანებით კი თათია სანდრო შელიას გაჰყვა ცოლად. თათია და სანდრო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობენ.
თათია შარანგიასა და ლაშა შევარდნაძის განქორწინების შესახებ ინფორმაცია 2013 წლის მარტის დასაწყისში გავრცელდა. გაყრის ინიციატორი თათია იყო. ხმები მათ ოჯახურ უთანხმოებაზე მანამდეც ვრცელდებოდა. ლაშა შევარდნაძესა და თათია შარანგიას ორი ვაჟი ჰყავთ – ედუარდ და ალექსანდრე შევარდნაძეები.
თათია პიანისტია. სწავლობდა თბილისში, პარიზსა და აშშ-ის სხვადასხვა ქალაქებში. მონაწილეობდა საერთაშორისო კონკურსებში. ხშირად მიემგზავრება სხვადასხვა ქვეყანაში გასტროლებზე. თათიას მშობლები თბილისში ცხოვრობენ. მას დედა ექიმი ჰყავს, მამა ბიზნესმენია.