ყვითელი ამბები

„ვან დამი ხარ?..“ – სალომე ჭაჭუას სახიფათო შპაგატი აივანზე, რამაც საზოგადოება შეაშინა

სალომე ჭაჭუა ქორეოგრაფიაში შთამბეჭდავი მიღწევებით გამოირჩევა. ლათინურამერიკული ცეკვების შემსრულებელი პოპულარობას, მოტივაციას და წარმატებას არასდროს კარგავს.
Sputnik

მოცეკვავე სალომე ჭაჭუა „ინსტაგრამზე“ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აივნის მოაჯირზე შპაგატში ჩამჯდარი ყავას მიირთმევს. ვიდეოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს სალომეს ამ ვიდეოზე ცნობილი მსახიობის ვან დამის შპაგატიც კი გაახსენდა.

მეგა-შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ბოლო სეზონზე სალომე არ გამოჩენილა. მიზეზი კი ის აღმოჩნდა, რომ სალომე ბეირუთში ანალოგიურ შოუში მიიწვიეს. იქ ის ზაფხულიდან შემოდგომამდე დარჩა, პარალელურად კი პატარა მოსწავლეებს თბილისში აკითხავდა.

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს, ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მისი და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე.

მოგეხსენებათ, მანამდე სალომე სამეჯლისო ცეკვების სტუდია „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო. მსახიობ გიორგი ვარდოსანიძესთან დაშორების მერე ქორეოგრაფი პირად ცხოვრებაზე აღარ საუბრობს. ამიტომ უცნობია, თავისუფალია თუ არა ამჟამად მოცეკვავის გული.