რატიანი: შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულ სამ პაციენტზე საუბრობს.
Sputnik
რატიანი: შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
„გუშინ შემოიყვანეს სამი მდედრობითი სქესის პაციენტი. გადმოყვანილია ავარიის ადგილიდან. მათი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის კრიტიკული. აღენიშნათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა. პაციენტები სასწრაფო წესით შეყვანილ იქნენ საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია. ვნახოთ, რა შედეგი იქნება. ამ ეტაპზე სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის განმარტებით, სამიდან ორი პაციენტის მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია.