ილჰამ ალიევმა შატილში მომხდარი ტრაგედიის გამო ქართველ ხალხს მიუსამძიმრა

შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კვირა საღამოს ავტოკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოქალაქეების დაღუპვის გამო სამძიმარი გამოუცხადა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტობუსის ავარიის შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების გამო.

გზა შეცდომებს არ პატიობს - შატილში მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით პირადად ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს, საქართველოს მეგობრულ ხალხს. დაშავებულებს ვუსურვებ გამოჯანმრთელებას“, - აღნიშნულია აზერბაიჯანის პრეზიდენტის წერილში. 

შატილისკენ მიმავალ გზაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კვირა საღამოს ავიაკატასტროფაში 17 ადამიანი დაიღუპა, სამი მძიმედ დაშავდა.

სამგზავრო მიკროავტობუსი ხევში 80 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა.