ასობით მილიონ მოდიფიცირებულ კოღოს მალე გარეთ გაუშვებენ: ცნობილია ლაბორატორიის მიზანი

მართალია, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი ექსპერიმენტი არანაირ ზიანს არ მიაყენებს ეკოსისტემას, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც დაიტოვა უფლება, ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს კოღოების ღია სივრცეში გაშვება.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მეცნიერები აპირებენ დაახლოებით 750 მილიონი გენეტიკურად მოდიფიცირებული, საშიში დაავადებების გადამტანი მამალი კოღო გაუშვან ფლორიდა–კისის არქიპელაგზე (აშშ) შემდგომი კვლევების მიზნით, იუწყება CNN.

ახალი სასიკვდილო ეპიდემიის მოლოდინში: „შავ მოსკიტს“ სახიფათო დაავადება გადააქვს

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია Aedesaegypti-ს სახეობის კოღოებზე, რომლებიც არიან ისეთი საშიში დაავადებების გადამტანები, როგორებიცაა ყვითელი ცხელება, დენგეს ცხელება, ზიკას ვირუსი და სხვ.

როგორც ირკვევა, გარემოს დაცვის სააგენტო ამ ნაბიჯზე იმისთვის მიდის, რომ დადგინდეს – შეუძლიათ თუ არა გენეტიკურად მოდიფიცირებულ კოღოებს, ალტერნატივის სახით, ჩაანაცვლონ მომწამლავი ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც მავნე მწერების წინააღმდეგ იყენებენ.

„სრულყოფილი“ მამალი კოღოები ჩაანაცვლებენ ქიმიკატებს და შეამცირებენ თავიანთი სახეობის პოპულაციას. მათი შთამომავლობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ მდედრობითი სქესისა და მატლის სტადიაზევე დაიღუპება“, — აცხადებენ მეცნიერები.

სწავლულთა აზრით, მოდიფიცირებული კოღოების ეფექტი შესაძლოა რამდენიმე თაობამდე გაგრძელდეს, რაც ბუნებრივად შეასუსტებს Aedesaegypti-ს სახეობის კოღოების პოპულაციას.

კომპანია Oxitec-ის მონაცემებით, რომელმაც გამოიყვანა „მოდიფიცირებული“ კოღოები თავის ლაბორატორიებში, მწერებს მომდევნო წლის დასაწყისში ტეხასის შტატშიც გაუშვებენ. კომპანიის სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ მათ ნაბიჯებს ნეგატიური შედეგები არ მოჰყვება, ვინაიდან მამალი კოღოები საფრთხეს არ წარმოადგენენ: ისინი არ კბენენ ადამიანებსა თუ ძუძუმწოვრებს და იკვებებიან მოლოდ ნექტრით.

მართალია, მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი ექსპერიმენტი არანაირ ზიანს არ მიაყენებს ეკოსისტემას, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც დაიტოვა უფლება, ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს კოღოების ღია სივრცეში გაშვება.