ყვითელი ამბები

„დიდი სცენის“ გამარჯვებული გურჯაანელი ლევან ყანდიაშვილი გახდა

ორგანიზატორების განცხადებით, სულ მალე პროექტის მესამე სეზონიც აიღებს სტარტს, რომელსაც, ტრადიციულად, „რუსთავი-2”-ის ეთერში ვიხილავთ.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. მუსიკალური მეგაპროექტის „დიდი სცენის“ გამარჯვებული ლევან ყანდიაშვილი გახდა. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ზე ფინალი მაყურებელმა გუშინ იხილა.

ფინალში ერთმანეთს სამი კონკურსანტი – ლევან ყანდიაშვილი, გიორგი ფუტკარაძე და მემე ჟორდანია დაუპირისპირდნენ. ფინალისტებმა უამრავი საჩუქარი მიიღეს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2”-მა გამარჯვებულს მთავარ პრიზი, თბილისში ბინა გადასცა, კომპანია „მიჰაუსმა” კი 3000 ლარის ვაუჩერით დაასაჩუქრა.

მეორე ადგილი გიორგი ფუტკარაძემ დაიკავა, მას SENA AUTO-მ კორეული პრემიუმ ბრენდის კროსოვერი „სანგიონგ ტივოლი” გადასცა.

მესამე პოზიციაზე გასული მემე ჟორდანია რადიოჰოლდინგი „ფორტუნას” რჩეული გახდა. მას პრიზად სიმღერის ჩაწერა და ერთი წლის მანძილზე ამ სიმღერის პრომოუშენი, ასევე „კაჭრეთის ამბასადორში” ორ პერსონაზე ერთკვირიანი საგზური გადაეცა.

ორგანიზატორების განცხადებით, სულ მალე პროექტის მესამე სეზონიც აიღებს სტარტს, რომელსაც, ტრადიციულად, „რუსთავი-2”-ის ეთერში ვიხილავთ.