ყვითელი ამბები

ანუკი არეშიძემ ახალგაზრდული კანის შენარჩუნების საიდუმლო გაამხილა – რჩევა დიზაინერისგან

ანუკი არეშიძე იმ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც 30 წელს გადააბიჯეს და თავის მოვლის განსხვავებული რუტინა აქვთ. ნახეთ როგორ უვლის დიზაინერი სახის კანს და რატომ არ აქვს არც ერთი მიმიკური ნაოჭი.
Sputnik

ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად უკვე გარკვეული პერიოდია თვითიზოლაციაში იმყოფება და სოციალურ ქსელს აქტიურად იყენებს. ანუკი „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს მის ძველ ფოტოებს, საკუთარი ბრენდის სამოსის ფოტოებს, თუმცა ამჯერად მან მასაჟის გაკეთების პროცესის გამოქვეყნება გადაწყვიტა. ვიდეოში ანუკი ანტიასაკობრივ, „ლიფტინგ“ მასაჟს იკეთებს და მის ხელმომწერებს რამდენიმე რჩევსასაც აძლევს.

როგორც დიზაინერი აცხადებს, ეს პროცესი დღეში მხოლოდ 20 წუთს წაგართმევთ, თუმცა შესაძლებელია პროცესის ორად გაყოფა და 10-წუთიანი მასაჟის დილით და მეორე 10-წუთიანის ღამით გაკეთება. მასაჟისთვის ის სახის ზეთს ან სახის კრემს იყენებს, ბოლოს კი პროცედურას სახის ნიღბით ასრულებს.

ანუკი არეშიძის და თბილისის მერის კახა კალაძის მრავალშვილიანი ოჯახი დიდი პოპულარობით სარგებლობს. წყვილი მუდმივარ ყურადღების ცენტრშია. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა, ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.