დაკარგული 83 წლის მამაკაცი თბილისში იპოვეს

მამაკაცი უვნებელი უკვე თავის ოჯახშია და მისი ნათესავები მადლიერნი არიან ყველა იმ ადამიანის, ვინც მის მოძებნაში დაეხმარათ.
Sputnik

თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. თბილისში იპოვეს დაკარგული 83 წლის მამაკაცი, რომელსაც ნათესავები ორი დღის მანძილზე ეძებდნენ. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ დაკარგული ნიკოლაი ბეზრუჩკოს ნათესავებმა უთხრეს.

ნიკოლაი ბეზრუჩკო, რომელიც დედაქალაქის სამგორის რაიონში ცხოვრობს, ორი დღის წინ, დილით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა.

წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა საქართველოში წლის დასაწყისიდან

„ჩვენ იგი ვიპოვეთ, მადლობა ყველას“, – თქვა ბეზრუჩკოს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა, რომელმაც გაუჩინარების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

ნათესავების თქმით, დაკარგულს თან არ ჰქონდა არანაირი ნივთი. მოხუცს მახსოვრობის პრობლემები აქვს და მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის წინ ჩამოვიდა უკრაინიდან, ჯერ კიდევ ჰგონია, რომ იქ ცხოვრობს.