COVID-19 - ბოლო ცნობები

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა

ტესტმა აჩვენა, რომ ტიმოშენკოს აქვს COVID-19, მისი მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ტემპერატურა 39 გრადუსამდეა, განაცხადა პოლიტიკოსის პრესმდივანმა
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და საპარლამენტო ფრაქცია „ბატკივჩშინას“ ლიდერ იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება მისი პრესმდივანი მარინა სოროკა.

ადრე უკრაინის მედია იუწყებოდა, რომ ტიმოშენკო კორონავირუსით დაავადდა, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციას არავინ არ ადასტურებდა.

„დიახ, სამწუხაროდ ეს მართალია. ტესტმა აჩვენა, რომ იულია ვლადიმიროვნას აქვს COVID-19. მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე. ტემპერატურა არის 39-მდე. იბრძვის“, - დაწერა სოროკამ თავის Facebook-ზე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გასულ დღე-ღამეში გაიზარდა 1 987-ით, გარდაიცვალა კიდევ 27 ადამიანი.

სულ პანდემიის პერიოდში დაავადდა 104 958 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 52 235 პაციენტი, გარდაიცვალა - 2 271.