ყვითელი ამბები

„კაცი, რომელიც სახელს ამართლებს...” - ვინ არის ეკა კახიანის რჩეული მამაკაცი?

მომღერალმა ეკა კახიანმა საყვარელ მამაკაცს თბილი სიტყვები სოციალურ ქსელში მიუძღვნა. ვის უძღვნის და რას წერს ეკა კახიანი?
Sputnik

ეკა კახიანს სამი ქალიშვილი სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად ამისა, გოგონები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წლიდან წლამდე მომღერალ დედას სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან. თავად ეკა კახიანს კი წლები ვერაფერს აკლებს. გამორჩეული სილამაზით, ხმის ტემბრითა და სამსახიობო ნიჭით.

მომღერალი, კომპოზიტორი და მსახიობი 56 წლის არის. „კაცი, რომელიც სახელს ამართლებს! ჩვენი ყველას იმედი, ჩემთვის იმედა. გილოცავ, ჩვენო იმედო დაბადების დღეს! 83 წლის,“- წერს ეკა კახიანი. მან პოზიტიური სიტყვები მამას - სახალხო არტისტ იმედა კახიანს მიუძღვნა. ეკა კახიანის მამას 83 წელი შეუსრულდა, იუბილე ვიწრო წრეში აღნიშნეს. იმედა კახიანის შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები არტისტის აგარაკზე მოიყარეს თავი და საყვარელ ოჯახის წევრს დაბადების დღე ერთობლივად მიულოცეს.

გამოჩენილი ქართველი მსახიობი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში დაიბადა. განსაკუთრებული როლების წყალობით მისი წარმატება სტუდენტობის პერიოდში მოვიდა. იმედა კახიანმა 1956–1959 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. 1957 წელს მისი დებიუტი ფილმ „საბადურელ ჭაბუკში“ შედგა, სადაც მან გოგიტას როლი განასახიერა. იმედა კახიანმა 1967 წელს დამსახურებული არტისტის ტიტული, ხოლო 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება მიიღო.