რუსთავის თეატრის მსახიობი გიორგი რევაზიშვილი 20 მაისს გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში „რუსთავის თეატრის“ ადმინისტრაცია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი ნახეს. გარდაცვალების მიზეზად, წინასწარი ვერსიით, გულის შეტევაა დასახელებული.
„ვერ წარმოვიდგენდით ამის დაწერა თუ მოგვიწევდა. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს და ყველას, ვისაც გიორგი მისი ხალასი იუმორით უყვარდა!“ – წერია რუსთავის თეატრის „ფეისბუქის“ გვერდზე.