ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ ქალაქში ავტომობილების შესვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ქალაქიდან გასვლა კი ეტაპობრივად აღდგება.
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო - Sputnik. ბათუმში ჩაქვის მხრიდან შემოსასვლელ გზაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ბათუმის მერიის მონაცემებით, ქალაქში ავტომობილების შესვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ქალაქიდან გასვლა ეტაპობრივად აღდგება.

ბათუმში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ქალაქის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

გადაუღებელი წვიმების გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

სინოპტიკოსების მონაცემებით, აჭარაში რამდენიმე საათში ნალექის ექვსთვიანი ნორმა მოვიდა. თუმცა ისინი ხუთბალიანი შტორმის შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

ხვალ ბათუმისა და ქობულეთის სანაპიროზე მზიანი ამინდია მოსალოდნელი.