ყვითელი ამბები

ნიკოლა კალაძე ქართულ და იტალიურ ენებზე ითვლის: უსაყვარლესი ვიდეო

ნიკოლა კალაძემ ლაპარაკი დედის დახმარებით დაიწყო. დიზაინერი შვილთან ერთად ხშირად ვარჯიშობს. ანუკი არეშიძემ მას დათვლა ქართულ დაიტალიურ ენებზე თამაშის დროს ასწავლა. ნახეთ როგორ ცდილობს პატარა ნიკოლა ციფრების წარმოთქმას
Sputnik

მოუსვენარი ნიკოლა კალაძე დედ-მამას მოდუნების არც ერთ წუთს არ აძლევს. უფროს ძმებს აწყობილ ლეგოებსა და კუბიკებს უნგრევს, მამას გაურბის და დედას ლოყებზე ჩქმეტს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლა ოჯახის ყველაზე მოუსვენარი წევრია, უფროსი ძმები მის მორჯულებას სხვადასხვა ხერხებით ახერხებენ. ბიჭები ერთად ცეკვავენ, წყნეთის აგარაკის ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და მამასთან ერთად სკუტერით ერთობიან. ნიკოლა კალაძეც ცდილობს უფროს ძმებს მიბაძოს. ანუკი არეშიძის ერთი ჩვეულებრივი დღე ბიჭების გარემოცვაში იწყება და სრულდება. ნიკოლა კალაძე კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამას ყოველდღე ფანჯარასთან ელოდება. კახა კალაძეს და ნიკოლას განსაკუთრებულად ემოციური დამოკიდებულება აკავშირებს.

გადატვირთული გრაფიკი კორონავირუსის გავრცელების გამო სახლში, ოჯახთან ერთად ყოფნამ ჩაანაცვლა. ამიტომ სელებრითები სოციალურ ქსელში საკუთარი ფეშენებელური სახლებიდან სახალისო ფოტო-ვიდეოებს აქვეყნებენ ან სასარგებლო რჩევებს იძლევიან. ისინი კულინარიულ ნიჭსა და სხვადასხვა ხრიკებს ასაჯაროებენ. დიზაინერი დიდ დროს ვაჟებს უთმობს და პარალელურად სამზარეულოში ფუსფუსსაც ასწრებს. მისი ყოველდღიური რუტინა პანდემიის გამო შეიცვალა და ახლა ყველა საქმემ სახლში გადმოინაცვლა. კალაძეების ოჯახმა დასასვენებლად ზღვაზე გადაინაცვლა, სადაც ანუკი ვაჟს დათვლას ასწავლის.

შარშანდელი ზაფხული კალაძეების ოჯახმა ჯერ ანანურში, შემდეგ იტალიაში გაატარა. წლევანდელი საზაფხულო არდადეგები კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეების მონახულებით დაიწყო. როგორც ჩანს, წლევანდელი ზაფხული მათთვის განსხვავებულია. ცნობილია, რომ სწორედ მთაში ცხოვრებაზე ოცნებობს დიზაინერი და იმედი აქვს, რომ ოდესმე ექნება მთაში სახლი, სადაც დილით ძროხის ზარის ხმა გააღვიძებს, ექნება ვენახი და ეყოლება ცხენები. თუმცა მანამდე ბიჭების აღზრდით არის დაკავებული.

პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძეა, მეორე შვილი კახაბერ კალაძე 2012 წელს შეეძინათ, მესამე ვაჩე კალაძეა. ძმების მეგობრობა და თბილი დამოკიდებულება მშობლების დამსახურებაა. ანუკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე ჩანს, რომ დაღლილ დედას უფროსი ვაჟები ეხმარებიან.