ფანჯიკიძე: არაკომპეტენტურ ადამიანს, რომ დასვამ  საპასუხისმგებლო ადგილას - დაგაზიანებს

ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ადამიანის თვითშეფასებასა და პასუხისმგებლობის გრძნობაზე საუბრობს.
Sputnik
ფანჯიკიძე: არაკომპეტენტურ ადამიანს, რომ დასვამ  საპასუხისმგებლო ადგილას - დაგაზიანებს
„როცა ნიუ-იორკში ვიყავი, იქ ორი სარეკომენდაციო წერილი მთხოვეს. ერთი პროფესიონალმა, ჩემმა კოლეგამ დამიწერა, მეორე კი ჩემს დორ-მენს, ანუ კარის კაცს გამოვართვი. მეორე წერილი იმას ადასტურებდა, რომ როგორც ადამიანი სანდო ვარ და საეჭვო ტიპი არ ვარ. სამსახურში პორტრეტულ დახასიათებას არ გთხოვენ“, - ამბობს ნათია ფანჯიკიძე სატელევიზიო გადაცემაში.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ამბობს: „არაჯანსაღი თვითშეფასება არაჯანსაღ ქვეყნებში აკეთებს იმას, რომ დაუმსახურებლად შეგიძლია სადღაც დასკუპდე და ამის გამო პასუხი არავინ მოგთხოვოს. ასეთ დროს ადამიანს არა აქვს იმის შეგრძნება, რომ დაზიანდება, უფრო შენ და შენს მომავალს დააზიანებს.“