ყვითელი ამბები

„ხო მშვიდობა გაქვს...“ – მაია ასათიანი იმ კაცის ვიდეოს აქვეყნებს, ვინც ვარდები აჩუქა

მაია ასათიანმა „სთორიში“ იმ კაცის ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ის 10 წელიწადია იცნობს და ახლა მან მოულოდნელად ვარდები აჩუქა.
Sputnik

პოპულარულ ტელეწამყვანს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში აღნიშნა, რომ შვილის გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბევრი ჭორი იწერებოდა, რაც ძალას აძლევდა, რომ მუდმივად ტონუსში ყოფილიყო. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, აქვს, ყოველთვის ჰქონდა, გათხოვებას არ აპირებს და ამაზე ხმამაღლა საუბარსაც არ აპირებს.

პოპულარული ჟურნალისტი სკანდალური ცხოვრების მიუხედავად უამრავ ადამიანს უყვარს. მის გარშემო განსაკუთრებულად გულწრფელი ადამიანები ერთადერთი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდნენ. მათ შორის არიან მაიას დედა, ნახევარდები და მამინაცვალი, რომლებიც მას გვერდიდან არ შორდებიან.

მაიას დებთან ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვს. უმცროსი და ვერონიკა მაიას ჰგავს, გოგონები ერთად ხშირად მოგზაურობენ მიუხედავად იმისა, რომ მაიას ბოლო პერიოდის მანძილზე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა აღარ ხიბლავს.

მისი სოციალური ქსელის ვიდეოების უმეტესობა სახლშია გადაღებული. კადრებზე ჰარმონიული ხედი, ბუნება, მისი უსაყვარლესი ძაღლები და კატა დომინირებს. მაიამ სიმშვიდე საკუთარ თავთან განმარტოებაში იპოვნა, თუმცა ოჯახის წევრებს უფრო და უფრო დაუახლოვდა. მას გადაცემაში დედაც ჰყავდა მიწვეული, რომელმაც ჟურნალისტის ცხოვრების ბევრი ფაქტი გაიხსენა. მაიამ კი, თავის მხრივ, დედას ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა.

ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის მამაკაცია აღბეჭდილი, რომელმაც მას წითელი ვარდები აჩუქა. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ეს ადამიანი მისი გადაცემის რეჟისორია, 10 წელიწადია იცნობს, თუმცა მსგავსი რამ პირველად მოხდა. „ხო მშვიდობა გაქვს?“ – ეკითხება დაბნეული წამყვანი ვიდეოში.

ცოტა ხნის წინ ჟურნალისტი კუნძულ ბალიზე განმარტოვდა, რადგან შვილის გარდაცვალების წლისთავი იყო. ტელეწამყვანმა კუნძულზე უამრავი წიგნი მოიმარაგა, დადებითი ემოციები დააგროვა და კეთილი ადამიანები გაიცნო.