ექვსი თვის საშიში სტატისტიკა: რამდენი ადამიანი დაიღუპა საქართველოში ავარიების შედეგად

ავტოავარიების ყველაზე ხშირ მიზეზად შსს-ში სახელდება შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. საქართველოში 2020 წლის პირველ ექვს თვეში ავარიებმა 203 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის 10 ბავშვია, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავარია ბათუმში: ავტომობილი ფეხით მიმავალ ოთხ გოგონას შეეჯახა

სულ ამ პერიოდში მოხდა 2 270 ავარია, რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვა.

ავარიების ნახევარი თბილისში მოხდა. დანარჩენი ავარიები მოხდა რეგიონებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასევე მოჰყავს ექვს თვეში დაშავებულთა სტატისტიკა - 2 982 ადამიანი, მათ შორის 245 - ბავშვი.

ამავდროულად, აღნიშნულ პერიოდში ქვეითთან შეჯახების 549 შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 48 ადამიანი, დაშავდა - დაახლოებით 517.

ავარიების მიზეზები

საქართველოში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია შემხვედრ ზოლზე გასვლა ან გასწრების წესების დარღვევა. 2020 წლის პირველ ექვს თვეში ამ მიზეზით მომხდარ 158 ავარიაში დაიღუპა 23 და დაშავდა 299 ადამიანი.

ფონიჭალაში საზარელ ავარიაში დამნაშავე 25 წლის ქალი მძღოლი დააკავეს >>

ავტოავარიების მიზეზებს შორის მეორე ადგილზე სიჩქარის გადაჭარბებაა. 107 ასეთი უბედური შემთხვევა 22 ადამიანისთვის ლეტალურად დასრულდა. მესამე ადგილზე დისტანციის დარღვევა მოძრაობისას - 77 ავარიის დროს ამ მიზეზით 5 ადამიანი დაიღუპა.

უსაფრთხოების ზომები და რეფორმები

საგზაო უსაფრთხოების საკითხი საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია. 2019 წლის თებერვალში შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფას, უსაფრთხო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

მახინჯაურში ავარიის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა

პარალელურად გაფართოვდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გზებზე სულ მოქმედებს 4 467 ვიდეოკამერა (2 862 – ზოგადი ხედვის, 1 605 – ნომრის ამომცნობი) და სიჩქარის კონტროლის 216 სექცია. ჯამში დაფარულია 861 კმ საგზაო მონაკვეთი.

ფარული პატრულირების მეთოდთან ერთად დაწყებულია შერეული მეთოდით პატრულირების პრაქტიკის დანერგვა. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალი და მოიცვა ქალაქები თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ასევე იმერეთის რეგიონი.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის ფარგლებში დაიწყო ე.წ. შავი წერტილების აღრიცხვა – შეიქმნა რუკა, რომელზეც დაიტანება ის ადგილები, სადაც ყველაზე ხშირად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები.