ცესკომ საარჩევნოდ არასაპარლამენტო პარტიების რეგისტრაცია დაასრულა

სია შთამბეჭდავია რაოდენობითაც და შინაარსითაც. ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან რეგისტრაცია გაიარა 59-მ, ხოლო ცხრას უარი ეთქვა
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არასაპარლამენტო პარტიების განაცხადების განხილვა დაასრულა, ნათქვამია ცესკოს ვებგვერდზე.

გახარია: პანდემია არჩევნებს ხელს ვერ შეუშლის

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბრისთვის არის დანიშნული. ცესკოს მონაცემებით, 68 პარტიიდან, რომლებმაც განაცხადები 15 ივლისამდე შეიტანეს, რეგისტრაცია გაიარა 59-მ, ცხრამ - უარი მიიღო.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება. საარჩევნო სუბიექტების საბოლოო სია კენჭისყრამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

ამ დრომდე პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ დააგროვეს, ცესკოს ხუთი ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები უნდა წარუდგინონ. დანარჩენები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

რეგისტრირებული არასაპარლამენტო პარტიები:

1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ლიდერი მიხეილ სალუაშვილი;

2. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ - ლიდერი მამუკა ტუსკაძე;

3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი;

4. „საქართველო“ - ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;

5. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ - ლიდერი გია ჟორჟოლიანი;

6. „კანონი და სამართალი“ - ლიდერი თამარ ჩარკვიანი;

7. „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“ - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;

8. „ახალი ძალა“ - ლიდერი ლაზარე ზაქარიაძე;

9. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - ლიდერი თამაზ მეჭიაური;

10. „რეფორმატორები“ - ლიდერი დავით მიროტაძე;

11. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ლიდერი იაგო ხვიჩია;

12. „სახალხო პარტია“ - ლიდერი ივანე გიორგაძე;

13. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“ - ლიდერი გაიოზ მამალაძე;

14. „ქართული დასი“ - ლიდერი ჯონდი ბაღათურია;

15. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია - ლიდერი ირაკლი თავმჯდომარე ირაკლი კობრავა;

16. „ქართული ფესვები“ - თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი;

17. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ავთანდილ ველთაური;

18. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - თავმჯდომარე გია ბერძენიძე;

19. „შეცვალე საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე;

20. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა;

21. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე;

22. „ტრიბუნა“ - ლიდერი დავით ჭიჭინაძე;

23. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - თავმჯდომარე პაატა დავითაია;

24. „თეთრები“ - თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი;

25. საქართველოს კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;

26. „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე;

27. „სამართლიანობისთვის“ - თავმჯდომარე ეკა ბესელია;

28. „არჩევანი სამშობლოსათვის“ - თავმჯდომარე ლელა გულედანი;

29. საქართველოს მწვანეთა პარტია - თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;

30. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე;

31. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე დავით შუკაკიძე;

32. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - “ თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა;

33. „მემარცხენე ალიანსი“ - თავმჯდომარე იოსებ შატბერაშვილი;

34. „მომავალი საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე;

35. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია -  თავმჯდომარე შოთა მალაშხია;

36. „ლელო საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;

37. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი;

38. „ქართული არჩევანი“ - თავმჯდომარე ბეჟან გუნავა;

39. „თავისუფალი საქართველო“ - თავმჯდომარე კახა კუკავა;

40. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე;

41. „რეფორმერი“ - თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი;

42. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი;

43. „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“ - თავმჯდომარე ირაკლი ნაცვლიშვილი;

44. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე;

45. „ქართული იდეა“ - თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა;

46. „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე;

47. „პროგრესული საქართველო“ - თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე;

48. „პროგრესი და თავისუფლება“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ გვრიტიშვილი;

49. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;

50. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი;

51. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა;

52. „თავისუფალი დემოკრატები“ - თავმჯდომარე შალვა შავგულიძე;

53. „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ - თავმჯდომარე შორენა გარდაფხაძე;

54. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე;

55. „იბერიელთა ერთობა“ - თავმჯდომარე გიორგი წიპტაური;

56. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე;

57. „ევროატლანტიკური ვექტორი“ - თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე;

58. „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი;

59. „საქართველოს განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე.