ამბროლაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო - Sputnik. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეში 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, იუწყება პირველი არხი.

ავარია ბათუმში: ავტომობილი ფეხით მიმავალ ოთხ გოგონას შეეჯახა

გავრცელებული  ინფორმაციით, მამაკაცს სხვა რაიონის მცხოვრებ ახალგაზრდებთან შელაპარაკება მოუვიდა, რომელიც ჩხუბსა და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

განზრახ მკვლელობის საქმეზე პოლიციას რამდენიმე პირი ჰყავს იდენტიფიცირებული და ამ ეტაპზე საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის  108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.