ყვითელი ამბები

თიკა ფაცაციასა და ავთანდილ ცქვიტინიძის გარდასახვა: როგორ გამოიყურებოდნენ ადრე ვარსკვლავები

წლების წინ დაწყებული მეგობრობა და გასაოცარი გარდასახვა - დაჯერება გაგიჭირდებათ, მაგრამ ეს ავთანდილ ცქვიტინიძე და თიკა ფაცაცია არიან. როგორ გამოიყურებოდნენ ვარსკვლავები წლების წინ და ახლა?
Sputnik

ტელეწამყვანმა, ყოფილმა მოდელმა და მომღერალმა სოციალურ ქსელში გამაოგნებელი სურათები გამოაქვეყნა. პირველ სურათზე დიზაინერი და ტელეწამყვანი 1996 წელს არიან აღბეჭდილნი, ხოლო მეორე ფოტოზე 2011 წელს. რადიკალურად ცვლილებას თავად შეამჩნევთ, როდესაც ავთოს და თიკას უახლეს ფოტოებს გადახედავთ.

თიკა ფაცაციასა და ავთანდილ ცქვიტინიძეს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ისინი ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში დაახლოვდნენ, როდესაც თიკას მუსიკალური კლიპებისთვის არაორდინალური დიზაინით შექმნილი სამოსი სჭირდებოდა. მის გემოვნებასა და იდეებს კი ავთანდილი საუკეთესოდ აკმაყოფილებდა. მათ ურთიერთობას ბზარი არასდროს გასჩენია. ამას წლების წინ გადაღებული ფოტოებიც ამტკიცებს. სულ ცოტა ხნის წინ თიკამ თავად გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მათი ამოცნობა გაგიჭირდებათ. 

დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის და პოლიტიკოსის ხათუნა თოთლაძის შვილი ანასტასია ცქვიტინიძე 15 წლის არის. გოგონა ტყუპისცალივით ჰგავს დედას. როგორც ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში გოგონამ განაცხადა, მშობლებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და ყველაზე კარგი დრო მისთვის ისაა, როდესაც ოჯახის წევრებს ერთად ყოფნის საშუალება აქვთ. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, გოგონას სურს სისხლის სამართლის სპეციალისტი გახდეს. ხათუნამ ავთო მაშინ გაიცნო, როდესაც მასთან კაბის შესაკერად მივიდა როგორც დიზაინერთან. მათი ქორწილი დიდი და, ასე ვთქვათ, მოსიარულე იყო. ერთი დღის განმავლობაში 4 ადგილზე გადახდილი ქორწილი დღემდე ბედნიერად გრძელდება. ცნობილი ქართველი დიზაინერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ოჯახი წლებს ითვლის. როგორც ავთანდილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მათი ოჯახის შენარჩუნების საიდუმლო ისაა, რომ ისინი ერთმანეთის ნამდვილი მეორე ნახევრები არიან და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით.

„ბედნიერი და უბედური პერიოდები ყველა ოჯახს აქვს, მთავარია, წყვილმა ერთიანობა შეინარჩუნოს. მე და ხათუნა ყველაზე ძლიერ მხარდაჭერას ყოველთვის ერთმანეთისგან ვგრძნობთ. ჩვენს ურთიერთობაში გაცნობის დღიდანვე გაჩნდა „განსაკუთრებული ქიმია” და მაშინვე ვიგრძენით, რომ ერთი არსება ვიყავით. ამიტომ იმ დროიდან მოყოლებული, ერთმანეთს გამუდმებით ბედნიერებას ვანიჭებთ“, – ამბობს დიზაინერი.

წყვილი 2004 წელს დაქორწინდა. 10 წლის იუბილეზე წყვილმა 10-დღიანი კრუიზი მოიწყო ანასტასიასთან ერთად და ასე აღნიშნეს ერთად ყოფნის განვილილი პერიოდი.