ყვითელი ამბები

„ჩემი სიყვარული“: ზურა ხაჩიძემ ჩაფიქრებულ მეუღლეს ფოტო გადაუღო - როგორ გამოიყურება ხათუნა?

მძიმე დაავადების გამო, ხათუნა ჟორდანია  ჯერ ისევ მკურნალობს. მისი ოჯახის წევრები კი ხათუნას პოზიტიურ განწყობაზე მოყვანას ცდილობენ. როგორ გამოიყურება „ქუჩის ბიჭების“ ერთ-ერთი სოლისტის მეუღლე?
Sputnik

მუსიკოსმა ხათუნა ჟორდანიამ „პრაიმშოუში“ საკუთარ დაავადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მასზე მისი შვილი, მომღერალი ნინი ქარსელაძე ძალიან ზრუნავს და ისე უვლის, როგორც დედა. „დიდი ბედნიერებაა, რომ ნინის დედა ვარ, მაგრამ ბოლო ექვსი თვეა როლები გავცვალეთ. საუკეთესო დედებს შორის საუკეთესო დედა ვერ იქნება ისეთი, როგორიც ნინია ახლა ჩემთვის“, - განაცხადა ჟორდანიამ.

მისი თქმით, ისიც კი არ იცის ბოლომდე, რა დიაგნოზი აქვს, ან რა წამლებს იღებს, რადგან მის დაავადებაში მისი შვილია გარკვეული და ის უვლის. ხათუნა ჟორდანიას ცოტა ხნის წინ მძიმე დაავადება დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, ძლიერი ქალბატონი მომღერალ მეუღლესთან ერთად იბრძვის და სამკურნალოდ დროდადრო თელ-ავივის კლინიკას აკითხავს. ხათუნა საგრძნობლად გახდა და მისი ცნობა გაგიჭირდებათ, თუმცა თავს ბევრად უკეთ გრძნობს. 

ზურა ხაჩიძემ მეუღლის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გაავრცელა. მას შემდეგ ზურასა და ხათუნას ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ცნობილი ოჯახის პოპულარული წევრი მძიმე სენს ებრძვის. ხათუნა ჟორდანიას ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. მათ ამის შესახებ თვეების წინ გაიგეს, როდესაც ხათუნამ ექიმს ხველების გამო მიაკითხა. კონსულტაციის შემდეგ მომღერლის მეუღლეს ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაუტარდა.

ახლა, ხათუნა ზურასთან ერთად საქათველოს მასშტაბით მოგზაურობს. წყვილი ერთად შეუდარებლად გამოიყურება. ერთმანეთს ამხნევებენ და მათი სიყვარული მისაბაძი გახდა. ოჯახის განსაცდელის გარშემო უამრავი კეთილი ადამიანი გაერთიანდა, რომლებმაც ოჯახის ტკივილი და ხათუნას ავადმყოფობა გულთან ახლოს მიიტანეს და ზურასთან ერთად ლოცულობენ.

ხათუნასთვის ზურასთან ქორწინება მეორე იყო. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ერთი შვილი, ყველასათვის კარგად ცნობილი მომღერალი ნინი ქარსელაძე. ზურა ხაჩიძესთვის კი ეს პირველი ოჯახია. მათ საერთო შვილი, უსაყვარლესი ანასტასია ხაჩიძე ჰყავთ. ქართულ შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა შორის მათი ოჯახი ერთ-ერთ ყველაზე მყარ და ბედნიერ ოჯახად ითვლება.