რუსკა მაყაშვილი: ვიღაცას თუ არ უყვარს, მაგრამ ფანტასტიკური სექსი აქვს, რატომაა ამორალური?

ქართველი მსახიობი და წამყვანი რუსკა მაყაშვილი საკუთარ თავზე და სიყვარულის მიმართ მის დამოკიდებულებაზე საუბრობს.
Sputnik
რუსკა მაყაშვილი: ვიღაცას თუ არ უყვარს, მაგრამ ფანტასტიკური სექსი აქვს, რატომაა ამორალური?
„რაც მოხდა, სანანებელი გამიხდა, მაგრამ ამ ყველაფერს ახლა აღარ ვნანობ. წლების წინ ვნანობდი: ძალიან რომ გქენჯნის სინდისი, საერთოდ რად გინდოდა ეს ყველაფერი, რაში გჭირდებოდა–მეთქი?! როდესაც გრძნობა გადის, სანანებელიც არაფერია“, – ამბობს რუსკა მაყაშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი რუსკა მაყაშვილი ამბობს: „თუ ათჯერ შეგიყვარდება, რატომაა ზედმეტი? თუ 15-ჯერ მართლა გყვარებია, არც ესაა ზედმეტი. საერთოდ, თუ მართლა გიყვარს, ციფრს არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ თუ არ გიყვარს, გიჟივით ხარ და გაცოფებული დარბიხარ, ოღონდ ვინმე იყოსო, ეს უკვე მარაზმია“.