ორი თვის ბავშვმა თქვა „მე შენ მიყვარხარ“: ვრცელდება საოცარი ვიდეო

საოცარი ვიდეო პაწაწა ბიჭუნას ბებიამ გადაიღო კამერით და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა რამდენიმე დღის წინ
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ორი თვის ბავშვმა დედის კვალდაკვალ გაიმეორა სიტყვები „მე შენ მიყვარხარ“ და მსოფლიო მედია აალაპარაკა, იუწყება გამოცემა Dunya News–ი.

შესაბამისი ვიდეო სოციალური ქსელით გაავრცელა ბავშვის ბებიამ, ლარა სკადსენმა და მიაწერა: „შვილიშვილი — გენიოსი! ნახეთ!“

ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ეუბნება ნიუ–იორკის მკვიდრი კესია კემერონი თავის პაწაწა ბიჭუნას სიტყვებს „I love you“, და ბავშვიც იმეორებს ფრაზას.