ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ექსტრავაგანტული მომღერალი დედობისთვის ემზადება. მის თითოეულ ახალ პოსტზე უამრავ პოზიტიურ გამოხმაურებას წააწყდებით როგორც უცნობი, ასევე ცნობილი ადამიანებისგან. სუბლატისა და შამანაურის დუეტი დიდ ინტერესს იწვევს. როგორც თავად შემსრულებელმა დაწერა, მათი შვილი „შამანისა და ჯადოქრის“ შერწყმის შედეგია. ასე უწოდებს ქმარს და საკუთარ თავს ახალგაზრდა მომღერალი. ცოტა ხნის წინ ნინამ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ექოსკოპიის ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მის შვილს საოცარი პროფილი აქვს. შემდეგ კი მორიგი სურათი გამოაქვეყნა, რომელზეც მომატებული კილოგრამები საგრძნობლად დაეტყო.
„ბოლო დღეები ყოფილა ხიდი ადამიანსა და სპილოს შორის...“ – დაწერა ნინამ. წყვილი ბავშვის სქესს ჯერ არ ამხელს, თუმცა, ერთგული თაყვანისმცემლების ვარაუდით, მათ ბიჭი შეეძინებათ. აშკარაა, რომ ნინა ვეღარ ითმენს და შვილის გაჩენა ძალიან სურს. ცხრა თვის მანძილზე მომღერალმა კარანტინის რეჟიმში ცხოვრება და კარიერის დაპაუზებაც მოასწრო. ნახეთ როგორ გამოიყურება სუბლატი...
ნინა სუბლატის არაორდინარულ და უჩვეულო იმიჯზე მისი კარიერის დასაწყისიდან აქტიურად საუბრობენ. მომღერალმა გაამხილა, რომ ის ფსევდონიმს ატარებს. მისი ნამდვილი გვარი სულაბერიძეა. „საქართველოს ვარსკვლავით“ დაწყებულმა კარიერამ არტისტი ჟიურის წევრობამდე მიიყვანა. ცნობილი სახე დიდ ყურადღებას არა მხოლოდ ორიგინალური იმიჯით, არამედ ცხოვრების სტილითაც იქცევს – დახვეწილი მანერებითა და გაწონასწორებული საუბრით. 24 წლის მომღერალმა ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყო. ახლა ბუნებასთან სიახლოვეს ეძებს და მუზაც სწორედ აქ მოსდის. ნინა სუბლატი და მისი რჩეული, ცნობილი მუსიკოსი გიორგი შამანაური ახალ კომპოზიციებზე ერთობლივად მუშაობენ.
მუსიკოსების ნინა სუბლატისა და გიორგი შამანაურის ოჯახში ახალ წევრს ელოდებიან – პოპულარული არტისტები მალე მშობლები გახდებიან. ნინა სუბლატმა ორი თვის წინ გაამხილა საიდუმლო. მომღერალი რამდენიმე თვის ფეხმძიმეა და თავს შესანიშნავად გრძნობს. არტისტს ეს მდგომარეობა განსაკუთრებულად უხდება. წამოზრდილი მუცელი მის ტანს უფრო მეტად ამშვენებს. სურათმა მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია, რომელზეც გიორგი შამანაურმა უცნაური წარწერა დაუტოვა. „მე მგონი კალათბურთის ბურთი გავაკეთე...“ – ასე ეხმაურება ფეხმძიმე ცოლის სურათს მუსიკოსი.