ყვითელი ამბები

სილამაზე და ფუფუნება – როგორ ცხოვრობდა სკანდალამდე ბასილაშვილის მეუღლე

ნეკა დოროყაშვილი ცნობილი სკანდალის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა. ნახეთ, როგორ ცხოვრობდა მოდელი ნიკოლოზ ბასილაშვილთან ქორწინების დროს.
Sputnik

მოდელ ნეკა დოროყაშვილის სახელი მასმედიაში აქტიურად მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ყოფილი მეუღლე, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალადობაში დაადანაშაულა.

სწორედ ამ დროს გაიგო საზოგადოებამ, რომ ცნობილი წყვილი ოფიციალურად უკვე ერთი წელია დაშორებულია და ნეკა შვილთან ერთად თბილისში მარტო ცხოვრობს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ თბი­ლის­ში ჭორი გავ­რცელ­და, რომ ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლი მე­უღ­ლ­ეს და­შორ­და, თუმ­ცა წყვილს ამის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან არ უსა­უბ­რია.

ბა­სი­ლაშ­ვი­ლი კა­რი­ე­რას ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რძე­ლებ­და, ნეკა კი ძველ საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­და და მო­დე­ლო­ბა გა­აგ­რძე­ლა. და­შო­რე­ბის შემ­დეგ წყვილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბიც წა­შა­ლა.

ბოლო რამდენიმე თვეა ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელებში მხოლოდ საკუთარ ფოტოებს დებს. რამდენიმე თვის წინ, გადაცემა „ინფლუენსერში“ მონაწილეობისას მოდელმა აღნიშნა, რომ წყვილების ფოტოები უბრალოდ არ ხიბლავს და სწორედ ამითაა განპირობებული, რომ ქსელში მხოლოდ მისი ფოტოებია.

„ოჯახურ ფოტოებს, ბავშვისას, მხოლოდ „სთორიზე“ ვდებ“, – აცხადებდა მოდელი. მისი თქმით, ფოტოგადაღებისას მისთვის პირველ რიგში გადაღების იდეაა მნიშვნელოვანი, ხოლო ფინანსური ინტერესი – მეორეხარისხოვანი.

ნეკა დო­რო­ყაშ­ვი­ლი­ ცნობილ ჩოგბურთელზე 2013 წელს დაქორწინდა. მალე ვაჟი, ლუკასი ეყოლა და სა­მო­დე­ლო კა­რი­ე­რას ჩამოშორდა. თუმცა მანამდე იყო სტუ­დენ­ტო­ბი­სას „მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ ტიტული და სურვილი, გამხდარიყო ცნობილი მოდელი. ამის ნაცვლად კი ­GIPA-ში პი­ა­რის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და მთლი­ა­ნად ოჯა­ხუ­რი საქ­მე­ე­ბით და­კავ­და.

წყვილს გან­შო­რე­ბა ხში­რად უწევ­და, რად­გან ბა­სი­ლაშ­ვი­ლი დიდ დროს სა­ზღვარ­გა­რეთ ატა­რებ­და. ვერ და­ეს­წრო მე­უღ­ლის მშო­ბი­ა­რო­ბას, თუმ­ცა ამას ცოლი გა­გე­ბით ეკი­დე­ბო­და და ასე­ვე ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ნი­კო­ლო­ზის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­და, რად­გან ქმა­რი ბუ­ნე­ბით ერ­თგუ­ლი ჰყავ­და.

ერთ-ერთ ინტერვიუში, როდესაც ლუკასი თვენახევრის ჰყავდა, ნეკა დოროყაშვილი ამბობდა, რომ წარმატებული სპორტსმენის ცოლობა ადვილი არ არის, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მძაფრად მაშინ შეიგრძნო, როცა ტურნირებზე გამგზავრების გამო შვილის დატოვება უწევდა.

„თუმცა, არ ვწუწუნებ, ეს ყველაფერი ძალზე საინტერესოც არის. ჩვენი ცხოვრება ერთფეროვანი არ გახლავთ და ეს, ცხადია, კარგია. ხშირად გვიწევს სხვადასხვა ქვეყანაში სიარული, ვეცნობით უცხოელების ტრადიციებს და ა.შ. თან უკვე თავადაც ძალიან დავინტერესდი ჩოგბურთით და პარალელურად სხვადასხვა თამაშსაც ვადევნებ თვალს“, – ამბობდა მოდელი.

ნეკას ერთ-ერთი გასართობი სამზარეულოში ფუსფუსიც იყო. ნიკა, რომელსაც კულინარია, თურმე, კარგად გამოსდის, ხშირად ანებივრებდა მეუღლეს დელიკატესებით. თუ კერძს ერთად აკეთებდნენ, შეფმზარეული ნიკა იყო, ნეკა – მზარეულის ასისტენტი. რაც შეეხება თავისუფალ დროს, მოდელი აღნიშნავდა, რომ ხშირად დადიოდნენ კინოთეატრებში, ან სახლში უყურებდნენ ფილმებს.

ამჟამად მოდელი დიდ დროს უთმობს ფოტოსესიებს და ვარჯიშის ვიდეოებს, რომელსაც საკუთარი ხელმომწერებისთვის „ინსტაგრამზე“ პერიოდულად ათავსებს. როგორც ჩანს, ხშირად მოგზაურობს ზღვისპირა კურორტებზე, რასაც მისი მრავალფეროვანი ფოტოებიც მოწმობს.

გამოირჩევა თამამი ფოტოებით, რის გამოც, გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილ მეუღლესთან მუდმივი უთანხმოება ჰქონდა. როგორც ჩანს, სკანდალმა მის ცხოვრებაში ერთი დადებითი შედეგი უკვე მოიტანა – მისი ხელმომწერების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა ყოფილ მეუღლესთან სკანდალის შემდეგ.