მესტიის მერი: მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს

მესტიის მუნიციპალიტეტის 15 თემში გადაადგილება შეუზღუდავად ხდება, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, განაცხადა მესტიის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.
Sputnik
მესტიის მერი: მესტიასა და ლენჯერში ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი მუშაობს
„მესტია და ლენჯერი ჩაკეტილი რჩება. აქ უკვე შემოვიდა ეპიდემიოლოგთა ექვსი ჯგუფი, რომლებიც ტესტებისთვის ნიმუშებს იღებენ. მათ უკვე აუღეს ტესტები სამაშველო სამსახურს. ამჟამად ოთხი ჯგუფი მუშაობს მესტიის საკარანტინო სივრცეებში, ხოლო დანარჩენი ორი უკვე სოფელ ლენჯერშია“, – თქვა კაპიტონ ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოდან დაიწყო, გატარდა მრავალი ეფექტური ღონისძიება, რამაც ეპიდემიის შეჩერებას შეუწყო ხელი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, 21 აგვისტოდან გაიხსნა.