COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსი მსოფლიოში: 21 აგვისტოს მონაცემები

გასულ დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 250 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო სულ ინფიცირებულთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. მთელ მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 21 აგვისტოს დილისთვის 22 256 220 ადამიანი შეადგინა, გარდაიცვალა 782 456, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ვებ-გვერდზე.

ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში – 11 887 204 ადამიანი, მას მოსდევს ევროპა – 3 874 604. ბოლო დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსის 263 601 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 4 554 ადამიანი.

ბათუმის ბულვარში კორონავირუსზე უფასოდ ტესტირების მსურველებს ამოწმებენ

ამავე დროს, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გამოვლენილია კორონავირუსის 22 593 363  შემთხვევა და გარდაცვლილია 792 396 ადამიანი.

საქართველოში, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულია 1385 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1128, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანმომ კორონავირუსის პანდემიის შესახებ 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.