მსოფლიო დღეს

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის მდიდარი საბადო აღმოაჩინა

თურქული მედიასაშუალებების გამოთვლით, აღნიშნულ საბადოებს შეუძლია 10 წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს თურქეთის მოთხოვნები
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. თურქულმა საბურღმა ხომალდმა Fatih–მა შავ ზღვაში გაზის ახალი მდიდარი საბადო იპოვა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა.

„ჩვენმა ხომალდმა Fatih–მა შავ ზღვაში გაზის ყველაზე დიდი მარაგი აღმოაჩინა. მისი პირობითი მოცულობა 320 მლრდ კუბური მეტრია“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.

მანამდე თურქულმა ტელეარხმა Habertürk–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „კარგი ხარისხის“ საბადო „დუნაი–1–ის“ მონაკვეთზეა ნაპოვნი, რომელიც თურქეთის შიდა წყლებში, რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვრების სიახლოვეს მდებარეობს.

ჟურნალისტების თქმით, კიდევ ერთი საბადო ქალაქ კირკლარელის რაიონშია აღმოჩენილი.

მედიის დათვლით, აღნიშნულ საბადოებს შეუძლია 10 წლის განმავლობაში დააკმაყოფილოს თურქეთის მოთხოვნები. ექსპერტების ვარაუდით, გაზის მოპოვების დაწყებას შესაძლოა 7–10 წელი და 2–დან 3 მლრდ დოლარამდე დასჭირდეს.