Turkish Airlines ფრენებს თბილისიდან აგვისტოს ბოლოს იწყებს

29 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში რეისები ყოველ შაბათს მხოლოდ ერთი მიმართულებით შესრულდება – თბილისიდან სტამბულში.
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines 29 აგვისტოდან თბილისიდან რეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია საქართველოში თურქეთის საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნავენ, რომ რეისები მხოლოდ ერთი – სტამბულის მიმართულებით შესრულდება. ფრენები ყოველ შაბათს, 03:55 საათზე შესრულდება 29 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. Turkish Airlines-მა უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა.

თურქეთში სამუშაოდ გასვლის ნებართვა საქართველოს ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო

საქართველოს ხელისუფლებამ გასულ კვირაში შეზღუდვები საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე 1 ოქტომბრამდე გააგრძელა.

შეზღუდვები არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო ავიარეისებზე, რომლებიც ხორციელდება თბილისის აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივად აღდგენის გადაწყვეტილება ეპიდემიური ვითარების გათვალისწინებით მოხდება.