მტკვარში ორი დღის წინ დაკარგული მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 31 წლის ვეფხია ხაჩიძეა, რომელიც ბოლოს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შენიშნეს. ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო - Sputnik. მაშველებმა მტკვარში 18 აგვისტოს დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შევიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები, აღნიშნავენ უწყებაში.

მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მტკვარზე ახლახან იპოვეს. სამაშველო სამსახური მამაკაცის ძებნის პროცესში დღეს 9-კაციანი შემადგენლობით ჩაერთო, რომელთა შორის ორი მყვინთავი იყო. მაშველები მამაკაცს ექოლოტის საშუალებითაც ეძებდნენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი 31 წლის ვეფხია ხაჩიძეა, რომელიც ბოლოს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე შენიშნეს. ამის შემდეგ კვალი მისი გაქრა.

ხაჩიძის მამის განცხადებით, მისი შვილი სახლიდან გასვლის დროს ნასვამი არ ყოფილა და არც რამე პრობლემა ჰქონია.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.