მათთვის, ვისაც მყარი ნერვები აქვს: მოჩვენებების სახლი ავტომობილისტებისთვის ტოკიოში – ფოტო

Sputnik

კორონავირუსის პანდემიამ სერიოზული ზიანი მიაყენა ოფლაინ-გართობის სექტორს, თუმცა ზოგიერთმა ბიზნესმენმა გამოსავალი მონახა – ახლა კლიენტებს ავტომობილშივე ემსახურებიან, რაც COVID-19-ით დაინფიცირების წინააღმდეგ სანდო ბარიერია.

ატრაქციონის შემქმნელია კომპანია Kowagarasetai, რომელიც იაპონიის პარკებში მოჩვენებების სახლებს აწყობს. როდესაც პანდემიის პერიოდში კომპანიაში მიხვდნენ, რომ შეუძლებელი გახდა ადამიანების შეშინება ჩვეული მეთოდით, როცა არსებობს პირდაპირი კონტაქტი, მათ ახალი კონცეფცია შექმნეს.

1 / 8
ატრაქციონი ერთი დიდი გარაჟია
2 / 8
საშიში სცენების მოყვარულები და „მოჩვენებების სახლის“ კონცეფციის მოსინჯვის მსურველები გარაჟში ავტომობილით შედიან
3 / 8
კარის დახურვისთანავე იწყება წარმოდგენა
4 / 8
თავდაპირველად ისმის ხმა, ის ყვება ისტორიას მოჩვენებების შესახებ, რომლებიც თავს ესხმიან ადამიანებს. შემდეგ კი ხმა სტუმრებს სამჯერ დასიგნალებას თხოვს გაგრძელებისათვის
5 / 8
ამის შემდეგ ავტომობილთან მიდიან „სისხლიანი ზომბი-მოჩვენებები“
6 / 8
საკმაოდ რეალისტური მოჩვენებები ეყრდნობიან მანქანას, აქანავებენ მას და ბუტაფორიული სისხლით სვრიან
7 / 8
ატრაქციონის სტუმრები 20 წუთის განმავლობაში ხედავენ კოშმარებს და ისმენენ ლეგენდას აუდიოსისტემის საშუალებით
8 / 8
რადგან ავტომობილი ყველას არ ყავს, დაქირავებული მანქანითაც შეიძლება სეანსის მოწყობა. ყოველი სეანსის შემდეგ მანქანების სალონებს უტარდება დეზინფექცია, რათა მომდევნო სტუმრები კორონავირუსით არ დაინფიცირდნენ