ყვითელი ამბები

„საყვარელი ადამიანი სხვას დავუთმე...“ – მერაბ სეფაშვილი საიდუმლოს ამხელს

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა გაამხილა, რომ მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც საყვარელი ადამიანი სხვას დაუთმო.
Sputnik

მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა საყვარელი ადამიანი სხვას დაუთმო. ამის შესახებ მომღერალმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ ისაუბრა.

მისი თქმით, შემთხვევა სკოლაში მოხდა, ეს ბავშვური სიყვარული იყო და მისი სიყვარულის შესახებ არც ბიჭმა და არც გოგონამ არ იცოდნენ და დღემდე არც უთქვამს მათთვის. „მათი ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდა, მაგრამ დღემდე მეგობრები ვართ“, – განაცხადა მომღერალმა.

დაიბადა მომღერლების, ტრიო „ლალეს“ წევრების ედუარდ სეფაშვილის და ჯულიეტა მურადელის ოჯახში. ძირითადად ბებია-ბაბუების გარემოცვაში აღიზარდა, რადგან მშობლებს ხშირი გასტროლები ჰქონდათ. ბავშვობაში სიმღერის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს და ინტერესს არ ამჟღავნებდა, თუმცა სხვადასხვა მომღერლის მანერების მიბაძვა უყვარდა. დაკავებული იყო სპორტით, კერძოდ, კალათბურთით, რომელზეც სპორტსმენ ბაბუას ნიკოლოზ სეფაშვილს დაჰყავდა.

სიმღერა 15 წლის ასაკში დაიწყო. 16 წლისა უკვე მღეროდა ანსამბლ „რეროში“. შემდეგ რობერტ ბარძიმაშვილის ხელმძღვანელობით „ანსამბლ 75“-ში მღეროდა, ალექსანდრე ბასილაიასთან — „ნატვრის ხეში“, განსაკუთრებული პოპულარობა კი „თეატრონში“ გატარებულმა პერიოდმა მოუტანა, სადაც მერაბი მთავარი ვოკალისტი იყო. ანსამბლში გია მაჭარაშვილიც ირიცხებოდა, რომელიც ქმნიდა ძირითადად ანსამბლისთვის სიმღერებს, ასევე ასრულებდნენ ნუგზარ ერგემლიძის სიმღერებს.

1990-იანი წლების შემდეგ მერაბმა სოლო მოღვაწეობა დაიწყო. სხვადასხვა დროს მისი შესრულებით პოპულარული იყო სიმღერები „მოდიოდა თეთრი გოგო“, „ერთმანეთს ვნატრობთ“, „სნეული ვარ“, „თეთრი რაში“, „გაიღიმე“, „ცხოვრება ერთი წამია” და სხვ. ცნობილი ქართველი მომღერალი მრავალი წელია დაქორწინებულია. წყვილს ორი ვაჟი ჰყავს – ნიკუშა და სანდრო.