თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელიც პანკისის ხეობაში მონაწილეობდა ერთ-ერთი მამაკაცისა და მისი ვაჟის შეურაცხყოფასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში, რომლის მიზეზი შორტები გახდა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს მონაცემებით, ინციდენტი სოფელ ყვარელწყალში 8 აგვისტოს მოხდა. დაკავებულსა და მის მეგობრებს არ მოეწონათ მამისა და შვილის ჩაცმულობა და შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა.
ამჟამად პოლიცია აგრძელებს საგამოძიებო ღონისძიებებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. დაკავებულს ემუქრება ჯარიმა ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.