გაგრილების დროა: თბილისში ნაყინის ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე გაიმართება არამარტო უგემრიელესი ტკბილეულის დეგუსტაცია, არამედ ნადვილი კულინარიული შეჯიბრიც
Sputnik

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. ნაყინის ფესტივალი-დღესასწაული 5-6 სექტემბერს თბილისის ბოტანიკურ ბაღში ტკბილეულის მოყვარულებს იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები.

თბილისში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Hypersonic გაიმართება

სხვადასხვა სახის ნაყინის უფასო დეგუსტაციის გარდა, სტუმრებს ელით მუსიკა, თამაშები, გათამაშებები და პრიზები, გემრიელი ყავა, კოქტეილები, ვაუჩერები და საჩუქრები.

ბავშვებს კი ზღაპრის პერსონაჟები გაართობენ.

დაგეგმილია პოპულარული კულინარიული ტელეშოუ „მასტერ-შეფის“ ფინალისტების - ნუცა სურგულაძის და დიმუ მენაბდეს შეჯიბრი. ისინი ფრანგული ნაყინით კოქტეილებს მოამზადებენ.

ფესტივალზე ასევე იქნება საპნის ბუშტების შოუ და ილუზიონისტ ავთანდილ გოგეშვილის შოუ.

ფესტივალი ელოდება სტუმრებს ბოტანიკური ბაღის სადღესასწაულო სივრცეში (Event Square) 14:00 საათიდან 20:00 საათამდე.